LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში მალე უპილოტო ტაქსები გამოჩნდება

51

პარიზში სულ მალე უპილოტო ტაქსები გამოჩნდება. ელექტრონული და ავტონომიური ტაქსები, რომლებიც 6 ადამიანზე იქნება გათვლილი, თავდაპირველად ექსპერიმენტულ რეჟიმში იმოძრავებს. მოდელის ავტორი კომპანია Navya და სიახლე წინამორბედებისგან იმით იქნება განსხვავებული რომ ნებისმიერი მარშრუტის შესრულება შეეძლება.

გამოცემა „Challenges”-ის ინფორმაციით, უპილოტო ტაქსების მგზავრები სასურველ მიმართულებას სმარტფონის მეშვეობით მონიშნავენ და დანარჩენს უკვე ბორტის კომპიუტერი მოაგვარებს.

საინტერესოა, რომ ინოვაციური ტაქსი 2018 წლის ბოლოსთვის სხვა ევროპულ ქალაქებშიც გამოჩნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები