LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბის მშენებლობა დასრულდა

108

ჩინეთში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბის მშენებლობა დასრულდა. ტელეარხ „CCTV“-ის ცნობით, გვირაბი ჰონგ-კონგის, მაკაოსა და ჩჟუჰაის დამაკავშირებელი ხიდის ნაწილია. ამბიციურ პროექტზე სწორედ ამ ქალაქების წარმომადგენლები მუშაობენ და მის დასრულებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი. ხიდის სიგრძე სულ 22,9 კილომეტრი იქნება და ის ორ ხელოვნურ კუნძულს გააერთიანებს. რაც შეეხება გვირაბს – მისი სიგრძე 6,7 კილომეტრია და კონსტრუქცია წყლის ზედაპირიდან 40 მეტრის სიღრმეშიაგანთავსებული.

აღსანიშნავია, რომ სიახლე ადგილობრივებს საშუალებას მისცემს – 3 საათიანი გზა 30 წუთში გაიარონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები