გერმანული კონცერნი Volkswagen ევროპაში იმ მოდელების აწყობას გეგმავს, რომლებიც თავდაპირველად მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვის შეიქმნა. ამის შესახებ გამოცემა CarNewsChina წერს.
საუბარია როგორც Volkswagen-ის ელექტროქროსოვერებსა და სედანებზე, ისე პრემიუმ ბრენდ AUDI-ზე, რომელიც ჩინეთში შეიქმნა და ტრადიციული ოთხი რგოლის ლოგოს გარეშე გამოდის. პროექტი ჩინურ კომპანიასთან Xpeng თანამშრომლობით ვითარდება.
Volkswagen-ის ხელმძღვანელის, ოლივერ ბლუმეს განცხადებით, კომპანია ევროპულ ბაზარზე ჩინური ინოვაციების, ასევე ავტომობილების სწრაფი განვითარების და წარმოების მეთოდების გამოყენებას გეგმავს. მისი თქმით, ეს მიდგომა ევროპაში არსებული დაუტვირთავი საწარმოო სიმძლავრეების უფრო ეფექტიანად გამოყენებასაც შეუწყობს ხელს.
კონცერნს ჩინეთში სამი ერთობლივი საწარმო აქვს – Volkswagen Anhui, ასევე პარტნიორობა SAIC-თან და FAW-თან.
ამ ეტაპზე ზუსტად არ კონკრეტდება, რომელი მოდელები გამოვა ევროპულ ბაზარზე, თუმცა, მედიის ინფორმაციით, პირველებს შორის შესაძლოა იყოს დიდი ელექტრო კროსოვერები ID. Era 9X და AUDI E7X.