Samsung Galaxy S8-ის გამოსვლის შემდეგ, რომელიც ჩარჩოების გარეშეა, ჩინურმა კომპანიამ Doogee მისი პატენტის შექმნა გადაწყვიტა. ცნობილი სმარტფონის ჩინური ვერსია ასევე ჩარჩოს გარეშე იქნება და მის რამდენიმე ფუნქციას გაიმეორებს.
უკვე ცნობილია, რომ პატენტში არ იქნება თითის ანაბეჭდის სკანერი, ეს ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი საშუალება იქნება. სხვაობა იქნება ფასშიც და Doogee-ის პროდუქტი, ბუნებრივია, ორიგინალზე იაფი იქნება.
სხვა დეტალები Samsung-ის ჩინურ ორეულზე ამ დროისთვის უცნობია.
