ჩინური პოლიცია თანამედროვე ტექნოლოგიით აღიჭურვა. ადგილობრივი სამართალდამცავები ამიერიდან სმარტ-სათვალით გადაადგილდებიან, რომლებიც ერთი შეხედვით მზისგან დამცავ სათვალეს მოგაგონებთ. მათ რამდენიმე ახალი ფუნქცია აქვთ.
სმარტ-საათები ადამიანების სახეს ბაზაში მოცემულ მონაცემებს ადარებენ და ამ გზით, ძებნილ ბოროტმოქმედს პოულობენ. აღნიშნული მეთოდით უკვე 25 დამნაშავის დაჭერა მოხერხდა. თითოეული მათგანი სადგურებსა და აეროპორტებში იმყოფებოდა და ყალბი საბუთებით გაქცევას ცდილობდა.
მოწყობილობა საკმაოდ სწრაფად მუშაობს. რამდენიმე წამის განმავლობაში ისინი დამნაშავეს ავლენენ და პოლიციას მომენტალური რეაგირების საშუალებას აძლევენ. ამას გარდა, სათვალე გადაღების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.