ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები რუსულ ბაზარს ტოვებენ, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ არ აცხადებენ.
ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს, რომელიც სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ასეთ კომპანიებს შორის, კომპიუტერების მწარმოებელ Lenovo-ს და ელექტრონიკისა და სმარტფონების მწარმოებელ Xiaomi-ს ასახელებს.
„დასავლური კომპანიებისგან განსხვავებით, ჩინური ბიზნესი თავს არიდებს საჯარო განცხადებებს მიწოდებების შეზღუდვის, ან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ, ვინაიდან ოფიციალური პეკინი რუსეთისთვის დაწესებულ დასავლურ სანქციებს ეწინააღმდეგება“, – წერს The Wall Street Journal.
გამოცემის ცნობითვე, მარტში რუსეთში ჩინური ტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი თებერვალთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა.