კომპანია Tesla გეგმავს რომ ჩინეთში აწყობილი ელექტროქარები ევროპაში გაყიდოს.
ჯერ–ჯერობით საუბარი მხოლოდ მოდელ Model 3–ზეა, რომელსაც შანხაის ქარხანაში Model y–თან ერთად აწყობენ. ჩინური მედიის ინფორმაციით, ავტომობილთა პირველი პარტია უკვე მზადაა და ტრანსპორტირებისთვის ემზადება. ელექტროქარები ჩინეთს მომავალ კვირას დატოვებენ და ბელგიის საზღვართან ნოემბრის ბოლოსთვის მივლენ. ელექტროსედანები გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის და შვეიცარიის ბაზრებზე გაიყიდება.
რა ფასი ექნება ჩინეთში აწყობილ „ტესლას“ ჯერ–ჯერობით უცნობია. ზოგადად კი პანდემიის პერიოდში სედანის ფასი მთელი 15%–ით შემცირდა. ამერიკაში აწყობილი „ტესლას“ ფასი გერმანიაში საკმაოდ მაღალი 50 000 დოლარია, საფრანგეთში კი 58 000 დოლარი.
