გაჯეტების ჩინურმა მწარმოებელმა Xiaomi-მ, რომელსაც „ჩინურ Apple-დაც“ მოიხსენიებენ, ახალი სმარტფონი Mi A1 წარმოადგინა.
ვიზუალურად სმარტფონი iPhone 7 Plus -ს ჰგავს და ამას თავად მწარმოებლებიც აღიარებენ, თუმცა ამერიკული ტექნო-გიგანტის ლოგოს ადგილზე ამ უკანასკნელს თითის ანაბეჭდის სკანერი აქვს.
Mi A1-ს, თავისი ამერიკული მოდელის მსგავსად 5,5 დიუიმიანი ეკრანი, ორმაგი 12 მეგაპიქსელიანი კამერა და მთლიანად მეტალის კორპუსი აქვს. ხოლო ხელმისაწვდომი ის შავ, ოქროსფერ და ვარდისფერ ტონებშია შესაძლებელი. iPhone 7 Plus კი დამატებით ნაცრისფერ ტონშიც შეიძლება შეგვხვდეს.
უკვე ცნობილია, რომ ტელეფონი არ გაიყიდება აშშ-ში, თუმცა ის 40-ზე მეტ ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება.
