LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინურმა კომპანიებმა რუსული აქტივების შესყიდვა დაიწყეს

142
0a5039af125c2dd5e35fae59d516809a

ჩინურმა კომპანიებმა რუსული აქტივების შესყიდვა დაიწყეს. საუბარია “გაზპრომისა” და ალუმინის მწარმოებელ Rusal-ის აქტივებზე. ინფორმაციას უცხოური მედია სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ გეგმის განხორციელებაში ჩართული არიან ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიები: China National Petroleum Corp, China Petrochemical Corp, Aluminum Corp. of China და China Minmetals Corp.

წყაროების თანახმად, ჩინეთის ხელისუფლებას სურს მეტი ყურადღება მიაქციოს საკუთარ ენერგეტიკულ და სასურსათო უსაფრთხოებას.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ყველასთვის არ არის მომგებიანი, რადგან ისინი ამძიმებენ გლობალურ ეკონომიკას, რომელიც უკვე პანდემიის მძიმე ტვირთის ქვეშ იმყოფება.

შეგახსენებთ, ცნობილი გახდა, რომ რუსეთი სანქციების რაოდენობით მსოფლიოს რეკორდსმენია. 2014 წლიდან ქვეყნის წინააღმდეგ 5532 შემაკავებელი ღონისძიებაა შემოღებული. უფრო მეტიც, მათი ნახევარი მიიღეს 2022 წლის 22 თებერვლის შემდეგ. დაწესებული შეზღუდვების რაოდენობით რუსეთმა ირანს, სირიას და ჩრდილოეთ კორეას გადაასწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g