LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ ინოვაციური მოსაცმელი წარადგინა (ფოტო)

s_8deab8ce898d49d0a2d9492cc56797a6

Xiaomi-მ გათბობის ფუნქციით აღჭურვილი, წყალგაუმტარი ქურთუკი CHI ZHANG შექმნა. საინტერესოა, რომ ინფრაწითელი გამათბობელი ენერგიას მობილურის ელემენტისგან იღებს და სადენები ქურთუკში ისეა ჩამონტაჟებული, რომ არანაირ დისკომფორტს არ იწვევს. ამასთან, ყველაზე დატვირთულ რეჟიმში ქურთუკი მომხმარებელს ექვსი საათით გაათბობს.

აღსანიშნავია, რომ ქურთუკის გათბობის მაქსიმალური ტემპერატურა 55 გრადუსს აღწევს. აკუმულატორი USB პორტით იმუხტება.

სიახლე სამ კომპლექტში – წითელ, მწვანე და ლურჯ ფერშია ხელმისაწვდომი და მისი ფასი 299 ჩინური იუანია (43 დოლარი).

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები