ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი ცოლი დაჭრა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.
შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.