„ჩხრეკა რომ ჩატარდება, ველოდები, ბრალის წაყენებას… არ გამოვრიცხავ, მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც, მე ვუშვებ ამას. “- ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტებთან საუბარში.
„ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ოფიციალური განჩინება არ ჩაგვბარებია. პროკურატურა ოფიციალურად მე არ მატყობინებს, რის საფუძველზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
„ჩხრეკაზე აპირებენ ჩემთან მოსვლას. ჯერ ბჭობენ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
„რუსეთის აგენტების შეტანილი განცხადების საფუძველზე ჩემი დევნა ისეთი პატივია, ახლა მარტო იმაზე ვდარდობ, ეგო როგორ დავაწყნარო“
ერთია, რა განცხადებას ავრცელებენ, მაგრამ მეორეა, რა დევს საქმეში. მე მაქვს ჩემი დასაბუთებული ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, პროკურორების სახელებს და გვარებს რატომ მიმალავენ. მათ ძალიან კარგად იციან, შემდეგი ჩემი ნაბიჯი რა იქნება ამ პროკურორების მისამართით. იმიტომ რომ ჩვენ კანონი გვაძლევს მთელ რიგ შესაძლებლობებს, რომ პროკურატურას სახელობითად გავაგებინოთ, რის გარეშე დატოვეს პატარა ბავშვები. ამას პროკურორები სახელობითად ძალიან კარგად გაიგებენ. “ – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი მედიასთან საუბარში.