LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხუბი ახალქალაქის ცენტრში ყოფილი დეპუტატისა და პოლიციელების მონაწილეობით – ადგილობრივი მედია

445
ჩხუბიახალქალაქში

დღეს, ახალქალაქის ცენტრში ერთმანეთს სოფელ კუმურდოს ყოფილი დეპუტატი, აშოტ საარიანი და პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, ანდრანიკ პეტროსიანი დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, jnews.ge ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სიტყვიერი დაპირისპირების და ხელის კვრის შემდეგ, აშოტ საარიანი სამართალდამცველებმა პოლიციის მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g