„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მეტროში 20-მდე ადამიანი დაპირისპირდა და ფიზიკურად გაუსწორდა, „ტვ პირველთან“ თავდასხმის დეტალებს იხსენებს.
„ვაგონში დაიწყო ჩხუბი, მე უბრალოდ ვერ წარმომედგინა ამდენი თუ იყვნენ, ფიზიკურად რაც შემეძლო ყველას პასუხი გავეცი… ვითხოვ, ეს კადრები გასაჯაროვდეს, დაინახოს მთელმა ქვეყანამ მშიშარა ოცი ხროვის სახე. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ სათითაოდ ექნებათ პირადად ჩემგან პრობლემა, გამორიცხულია რამე ვაპატიო. სავარაუდოდ, ეს არის აგენტურა.
ყველას, ვინც ამ ადამიანების ჯგუფს ხელმძღვანელობს მათთაც მოუწევს პასუხისგება, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს, უნდა იცოდეს [ივანიშვილმა] სახელსაც არ გიწოდებ რისი თქმაც მინდა, იმდენად პატარა ხარ, ბოლო ჟამის სააკაშვილი ხარ“, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი „ტვ პირველთან“ საუბრისას.