მათთვის, ვისაც დილით გაღვიძება უჭირს, ჭკვიანი ბალიში Sunrise Smart Pillow ნამდვილად მოეწონებათ და გამოადგებათ. სიახლე კომფორტულად და ეტაპობრივად გაგაღვიძებთ, რაც დილის საათებში ნამდვილად დასაფასებელია.
სმარტ-ბალიში ჭკვიანი მაღვიძარას პრინციპით მუშაობს, რომელიც სინათლეს ნელ-ნელა უმატებს, რათა განთიადის იმიტაცია მოახდინოს. დაახლოებით ასევეა ბალიშიც. სპეციალური მრიცხველების საშუალებით ფიქსირდება ადამიანის მოძრაობა. მოწყობილობა „ხვდება“, ძილის რომელ ფაზაშია ადამიანი და გაღვიძებისთვის ოპტიმალურ დროს „ირჩევს“. ამას გარდა, ბალიში მომხმარებლის მიერ მითითებულ დროზე „გადაეწყობა“: მან იცის, როდის უნდა გაიღვიძოს ადამიანმა საბოლოოდ.
გაღვიძების დასაწყისში ბალიში მკრთალ სინათლეს გამოსცემს, რომელიც თანდათან ნათელ ყვითელ ფერში გადაიზრდება. შემდეგ ჩაირთვება წყნარი მუსიკა და ადამიანი ყოველგვარი ნეგატიური ემოციების გარეშე გაიღვიძებს.
ამას გარდა, თუ ძილის დროს ხმების გამოცემა თქვენთვის დამახასიათებელია, ბალიში მას ჩაიწერს და მოგვიანებით შეგეძლებათ შეფასება, რამდენად მშვიდად გეძინათ.
