ტოკიოს უნივერსიტეტის ინჟინერებმა შექმნეს „ჭკვიანი“ ჩანგალი, რომელიც მარილის გემოს იმიტაციას შეგიქმნით.
სიახლეს საფუძვლად უკვე არსებული გემოს ტესტის ტექნოლოგია დაედო. ჩანგლის ხელის მოსაკიდებელ ადგილზე აკუმულატორი და ელექტრონული სქემებია განთავსებული. როდესაც მომხმარებელს ის პირისკენ მიაქვს, აჭერს შესაბამის ღილაკს, რომელიც დენის მსუბუქ ძაბვას დონეების მიხედვით იწვევს. თითოეული ეს დონე საკვების მარილის სიმძაფრეს განსაზღვრავს.
სიახლის ავტორის თქმით, უახლოეს მომავალში მას ასევე მლაშე და მჟავე გემოების გამოცემაც შეეძლება. „ჭკვიანი“ ჩანგალი 17,7 დოლარი ღირს. მოელიან, რომ მისით უპირველესად დიეტის მომხრე ადამიანები დაინტერესდებიან.