ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ბულინგსა და საზოგადოებაში არსებულ უარყოფით ქცევებზე საკუთარ მოსაზრებებს აზიარებს.
მისი თქმით, უარყოფითი დამოკიდებულება ყოველთვის ზურგს უკან რჩება და ადამიანს წინ ვერასდროს დაუდგება.
პოსტში ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბულინგზე, უტიფარ საქციელსა და საზოგადოების მხრიდან ხშირ კრიტიკაზე. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალია წინ სიარული და ბოროტი ქმედებების საპასუხოდ სიკეთის სურვილი.
„როდესაც ვიღაც შენს ზურგს უკან ლაპარაკობს, შენს უკან გლანძღავს… დაიმახსოვრე ის რჩება შენს ზურგს უკან და ვერასდროს ვერ დადგება შენს წინ. 🥰
„ინტერნეტში ყბედობის ნაცვლად მიჩივლეთ… თქვენ ადგილას შემრცხვებოდა, თუნდაც 2020 წლის მერე აღარ გამოვჩნდებოდი…“ – გიორგი ფხაკაძის პასუხის პასუხი: რა მიმართვას ავრცელებს ნუკი კოშკელიშვილი
ფხაკაძემ ცოტა ხნის წინ კომპანია ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულა, თუმცა კოშკელიშვილი პასუხად ამბობს, რომ გიორგი ფხაკაძე უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებს:
ბულინგი, უტიფარი საქციელი, უზრდელური გამოხტომა და სხვის საქმეში შეხტომა, ყველას კრიტიკა, ყველგან უაზრო აზრების დაფიქსირება, ჭკვიანური სახით აბსურდის ბოდიალი, ტყუილი, ბევრი ტყუილი და ყალბი ბედნიერება, სხვისი ბოღმის გულში ტარებით 21-ე საუკუნის სენია. ვერ გაექცევი, ვერ დაემალები, მაინც გიპოვის. რჩება მხოლოდ ერთი გამოსავალი იარო წინ და ყველა ბოროტ მოქმედს უსურვო სიკეთე, იქამდე ვიდრე ეს შენი სიკეთე ყელში არ გაეჩხირებათ 🫣😅 არ ვიცი სკოლაში ხარ, უნივერსიტეტში, დედა ხარ, ბებია თუ ბაბუა, დამიჯერე ბოროტი უძლურია და ცოდო. შენ კი ყველაფერი გამოგივა.
პ.ს მიმაქვს მე-3 შეკვრა შეკვეთები ამერიკაში, რას წარმოვიდგენდი თუნდაც ერთი წლის წინ რომ დღეში ამდენი შეკვეთა იქნებოდა, ნამდვილად ღირს გაჩერება და წაცეკვება ❤️“, -წერს ნუკი კოშკელიშვილი.