გურიაში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, გზების დაზიანების გამო გაჭირდა გადაადგილება.
ადგილობრივები სოციალურ ქსელში, ლანჩხუთის ჯგუფში, დახმარებას ითხოვენ და წერენ, რომ ამ ეტაპზე, მოქალაქეებს ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში პურისა და ელექტროენერგიის პრობლემები აქვთ.
არჩილ თალაკვაძე სტიქიის ზონაში ჩავიდა და ვიდეომიმართვას ავრცელებს: „სამწუხაროდ, მიწის ძალიან დიდი მასა არის ჩამოსული..“
გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად სოფლები დაიტბორა, რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესებია გააქტიურებული. სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა.
„160 ლარი გვაქვს, ამ ეტაპზე! ჩოჩხათში პურის პრობლემაა. 160 ცალ პურს ვიყიდით ამ ეტაპზე!
მანქანა მჭირდება ვინც აიტანს ჩოჩხათში პურს. გზა გახსნილია ამ ეტაპზე“, – წერს სოციალურ ქსელში, ადგილობრივი ნინია ბარამიძე.
შეგახსენებთ, რომ გურიაში სტიქიამ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ეტაპზე სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა არ დგას.
განახლებულ ინფორმაციას გურიის სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე