LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩოგბურთის სამოთხეში ვისვენებ“- ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული ულამაზეს კადრებს აზიარებს

538
კარლოტა ელენა

ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული კარლოტა ელენა სოციალურ ქსელში აქტუალურია.

ამჯერად გააზიარა კადრები, რომელიც ულამაზეს ადგილას არის გადაღებული.

„ჩოგბურთის სამოთხეში ვისვენებ“, – წერს ბასილაშვილის რჩეული.

„ულამაზესი“, „ძალიან მაგარი ადგილია“, – ვკითხულობთ ფოტოების კომენტარებში.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ერთან რამდენიმე წელია, რაც არიან.

„კარლოტამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენი გაცნობიდან ჩემს კარიერაში, თავადაც ჩოგბურთს თამაშობს. ჩვენ ყოველთვის ერთად ვემზადებით ხოლმე ტურნირების დროს. კარლოტამ ზოგადად მასწავლა, რომ ჩოგბურთი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის და არის პატარა რაღაცები, საიდანაც შეიძლება მიიღო ზოგადად სიამოვნება, თუნდაც უბრალოდ სიარულით, გასეირნებით და საინტერესო თემაზე ლაპარაკით“, – თქვა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში მის პირად ცხოვრებაზე საუბრისას.

„კარლოტამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში… მასწავლა, რომ ჩოგბურთი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი“ – რას ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის რჩეულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g