ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთში მეწყერი ჩამოწვა.
დაზიანებულია შიდა სასოფლო გზა. ადგილზე მუშაობენ გეოლოგები, მობილიზებულია მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა და მოსახლეობამ გადაადგილება შეუფერხებლად შეძლოს.
ვითარებას გურიის მხარის გუბერნატორი გიორგი ურუშაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
მეწყრული პროცესის განვითარება იანვრის თვეში მოსულმა უხვმა ნალექმა და ინტენსიურმა თოვამ გამოიწვია.