LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩოხატაურის ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება

359
ჩოხატაური

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ჩოხატაურის არსებული ნაგავსაყრელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს. სამუშაოების ფარგლებში, ნარჩენები იფარება საიზოლაციო ფენით, ეწყობა შიდა გზები და მიწაყრილები (მიწის კავალიერები).

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულება. პროექტის ბიუჯეტი 176 000 ლარია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორი გიორგი შუხოშვილი სამტრედიისა და ჩოხატაურის მოქმედი ნაგავსაყრელების სარეაბილიტაციო და ოპერირების სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, ნარჩენების სწორი მართვის მიზნით, კომპანიის დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებს სისტემატურად უტარდება, რაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების უსაფრთხო განთავსებასა და მართვას უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g