ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 23 წლის ბიჭი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, იგი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.