ჩოხატაურში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა.
„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, პირი, რომელიც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა ელექტრობოძს დაეჯახა.
როგორც მედია წერს, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, მოტოციკლეტისტი გარდაცვლილი დახვდა.
„ფორტუნა“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და დაზუსტებისთანავე განახლებულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.