ჩოხატაურში მომხდარ ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულთან მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
„მეუღლესთან ერთად მოდიოდა, საჭესთან მეუღლე იჯდა. მანქანა მოცურებულა და ხეს შეჯახებია. ექიმი უმძიმესი მდგომარეობით კლინიკაში გადაუყვანიათ, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მისი მეუღლე კი ინფარქტით და ფილტვის დაზიანებით ქუთაისში გადაიყვანეს“, – ამბობს სააგენტოსთან წყარო.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.