LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭოპორტელი ჰასკი, რომელსაც ყბის ძვლები ცემით დაუმტვრიეს, მამაომ შეიფარა (ფოტო)

1725
ჭოპორტ

ჭოპორტელ ჰასკის, რომელიც რამდენიმე კვირის წინ სადისტურად აწამეს, ხელკეტით ყბის ძვალი ჩაუმსხვრიეს და დამოუკიდებლად ჭამას ვერასოდეს შეძლებს, ახალი პატრონი ჰყავს.

ამის შესახებ ინფორმაციას თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი ავრცელებს.

ჰასკის ახალი პატრონი მამა სებასტიანეა, რომელიც თავშესაფარში თავად მივიდა და ძაღლზე მზრუნველობის სურვილი გამოთქვა. მან თავშესაფრიდან კიდევ ერთი ლეკვი წაიყვანა. აღსანიშნავია, რომ მამა სებასტიანე, რომელიც ხაშურში, სოფელი წრომის დედაღვთისას მონასტერში მსახურობს, რამდენიმე ტრავმირებულ ცხოველს მფარველობს.

 

“ჭოპორტში ნაწამები ჰასკის ამბავი მამა სებასტიანეს ყურამდეც მივიდა. დღეს ჩამობრძანდა თავშესაფარში, მოინახულა ძაღლი და ბოთლით ბულიონი ჩამოუტანა. მოგეხსენებათ, რომ ყბა აქვს მოტეხილი და დამოუკიდებლად საკვებს ვერ ჭამს. ხაშურში, სოფელი წრომის დედაღვთის მონასტერში მსახურობს მამა სებასტიანე. რამდენიმე ტრავმირებული ძაღლი მყავს მიკედლებული და ნამკურნალები, თუ გამატანთ ამასაც მივხედავო. გავატანეთ. 

ლეკვების ვოლიერიდან ერთი ლეკვი განსაკუთრებით აქტიურობდა, თითქოს მამაოს ყურადღების მიქცევას ცდილობდა. შეუმჩნეველი არ დარჩა ლეკვის აქტიურობა, აიყვანა ხელში და გულში ჩაიხუტა. საოცარი სითბო და სიმშვიდე იგრძნობოდა თავშესაფარში მამა სებასტიანესაგან.

წასვლისას დალოცა თავშესაფარი, წაიყვანა ლეკვი და ძაღლი”, – წერია თავშესაფრის “ფეისბუქ” გვერდზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები