„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გუშინ, დილით ღარიბაშვილი ტრავმატოლოგიურში იმყოფებოდა, დეზინფორმაციას უწოდებს.
თამაზაშვილი პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„სულ გაგიბერია, ჭორიკანა „დედაკაცივით“ ავრცელებ დეზინფორმაციას“. – წერს თამაზაშვილი.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, 10 დეკემბერს, დილით ტრავმატოლოგიურში სხვადასხვა დაზიანებებით იმყოფებოდა.
როგორც ბაჩიაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს უთხრა, სხვა დამატებითი დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს , თუმცა დანამდვილებით იცის, რომ ღარიბაშვილი ტრავმატოლოგიურში მივიდა.
გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო
George Bachiashvili სულ გაგიბერია , ჭორიკანა “დედაკაცივით” ავრცელებ დეზინფორმაციას … 🤷🏻♂️😂
Posted by ალექსანდრე თამაზაშვილი on Tuesday 10 December 2024