LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდ. კორეამ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიარა

86
5cc151d524b2d

ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ოფიციალურად ცნო.

ინფორმაცია კორეულმა სახელმწიფო ცენტრალურმა არხმა გაავრცელა.

კორეა, რუსეთისა და სირიის შემდეგ მესამე სახელმწიფოა, რომელმაც ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი, დენის პუშილინი იმედს გამოთქვამს, რომ ოფიციალურ ფხენიანთან „ნაყოფიერი თანამშრომლობა“ ექნება.

„კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დღეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკა აღიარა. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო სტატუსი და მისი სახელმწიფოებრიობა ძლიერდება. ეს ჩვენთვის კიდევ ერთი დიპლომატიური გამარჯვებაა“, – წერს პუშილინი „ტვიტერზე“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები