LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილების სახელმწიფო თეატრში დღეს პრემიერაა

168

ოთხწლიანი შუალედისა  და ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ჩრდილების სახელმწიფო თეატრს  „ბუდრუგანა გაგრა“ კიდევ ერთი ახალი წარმოდგენა შეემატა, რომლის პრემიერაც დღეს 18 საათზე რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე  შედგება. მუსიკალური სპექტაკლი, “უპატრონო ურო” პიერ ბულეზის შემოქმედებას ეძღვნება. ამჯერად ჩრდილების თეატრის მსახიობები ცოცხალი მუსიკის თანხლებით ითამაშებენ. ეს იქნება მულტიმედიური სპექტაკლი – მუსიკისა და თეატრის სინთეზი.

რეჟისორმა გელა კანდელაკმა ჩრდილების თეატრი  30 წლის წინ შექმნა, რომელიც არსებობას რუსთაველის თეატრის ერთ ოთახში აგრძელებს.  2002 წლიდან თეატრს „ბუდრუგანა-გაგრა“ უწოდა და ის ერთადერთი თეატრია, რომელიც სრულ სპექტაკლს ხელების ხელოვნებით წარმოადგენს.

სპექტაკლის “უპატრონო ურო” რეჟისორი გელა კანდელაკია, კომპოზიტორი თეიმურაზ ბაკურაძე და ფორტეპიანო ნანა ხუბუტიაა. პრემიერა “თბილისი – 2016 თანამედროვე მუსიკის საღამოების“ ფარგლებში იმართება, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით  ეწყობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები