LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ ამერიკაში „წლის ავტომობილს“ ირჩევენ: ფინალისტთა ვინაობა ცნობილია

223
toyota

კონკურსის „ ჩრდილოეთ ამერიკის წლის ავტომობილი“ ფინალისტთა სია ცნობილია. საპატიო ტიტულისთვის სულ 9 მოდელი იბრძოლებს – სამ ნომინაციაში სამი პრეტენდენტი. ნომინაციების სია კი ასე გამოიყურება – მსუბუქი ავტომობილი, კროსოვერი/ყველგანმავალი და პიკაპი.

ფინალისტთა შორის არის როგორც ტრადიციული აგრეგატის მქონე მოდელები, ასევე ელექტროქარები, ჰიბრიდები და სხვა „მწვანე“ მანქანები. გამარჯვებულს შეარჩევს პროფესიონალი ჟიური, რომელთა შორისაც 50 საავტომობილო ჟურნალისტი და ექსპერტები არიან. დაჯილდოების ცერემონია მიჩიგანის შტატში, დეტროიტში 2024 წლის 4 იანვარს გაიმართება.

ჩრდილოეთ ამერიკაში საუკეთესო მსუბუქი ავტომობილის ტიტულისთვის იბრძვიან: Toyota Prius/Prius Prime, Honda Accord და Ioniq 6. კატეგორიაში „პიკაპი“ ერთმანეთს Chverolet-ის ორი მოდელი Colorado და Silverado EV, ასევე Ford F-Series Super Duty შეერკინებიან. და ბოლოს „ საუკეთესო კროსოვერი“ შესაძლოა გახდეს – Genesis GV70 Electrified, Kia EV9 ან Volvo EX30.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები