ჩრდილოეთ კორეა კვლავ რაკეტების გაშვებით იმუქრება. ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, გუშინდელი გამოცდა გუამის შეკავების ოპერაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო.
საშუალო სიშორის რაკეტა, რომელმაც გუშინ იაპონიას გადაუფრინა, ფხენიანის პოლიგონიდან პირველად გაუშვეს.
ჩრდილო კორეა ირწმუნება, რომ გამოცდა მიმართული იყო რეგიონში ამერიკელების მონაწილეობით მიმდინარე სამხედრო სწავლებების წინააღმდეგ.
გაეროს უშიშროების საბჭომ ფხენიანის ქმედებებს აღმაშფოთებელი უწოდა და სარაკეტო გამოცდების შეწყვეტისკენ მოუწოდა.