“ჩრდილოეთ კორეამ არ უპასუხა აშშ-ის შეთავაზებას Covid-ვაქცინების მიწოდების შესახებ”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენმა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-მ შესთავაზა ვაქცინები ჩრდილოეთ კორეას, ასევე ჩინეთსაც.
„ჩვენ შევთავაზეთ ვაქცინები, არა მხოლოდ ჩრდილოეთ კორეას, არამედ ჩინეთსაც, და ჩვენ მზად ვართ, ეს დაუყოვნებლივ გავაკეთოთ, თუმცა არანაირი პასუხი არ მიგვიღია“, – თქვა ბაიდენმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ჩრდილოეთ კორეაში, სახელმწიფო მედიის მეშვეობით, რეკომენდაციას უწევენ ისეთ სამკურნალო საშუალებებს, როგორებიცაა მცენარეული ჩაი, ყელში მარილიანი წყლის გამოვლება და ტკივილგამაყუჩებლების მიღება, მაგალითად, იბუპროფენის.