LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეამ შორი მოქმედების საკრუიზო რაკეტა გამოსცადა

92
1

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ახალი რაკეტის შესაძლებლობები გამოსცადა.

საერთაშორისო მედია ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით წერს, რომ შაბათ-კვირას წარმატებით განხორციელდა ახალი, დისტანციური საკრუიზო რაკეტის გამოცდა, რომელსაც ბირთვული ქობინით აღჭურვის შესაძლებლობა აქვს.

BBC რაკეტის შესაძლებლობების მასშტაბის განხილვის დროს წერს, რომ მას შეუძლია დარტყმა მიაყენოს იაპონიის დიდ ნაწილს. 

შაბათ-კვირის სატესტო გაშვებამ დაადასტურა, რომ რაკეტამ სამიზნემდე მისაღწევად 1 500 კილომეტრის მანძილი დაფარა, ამის შემდეგ კი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ჩაეშვა.

“ეს გამოცდები არ არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, დარღვევით ქმედებებს წარსულში ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები მოჰყვა.

მაგრამ ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ შეუძლია შექმნას იარაღი საკვების უკმარისობისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად.” – წერენ მედიასაშუალებები.

როგორც კორეის ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოში აცხადებენ, გამოცდას ჰქონდა “სტრატეგიული მნიშვნელობა”, როგორც შემაკავებელ ღონისძიებას ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ჩრდილოეთ კორეელი ანალიტიკოსის, ანკიტ პანდას განცხადებით, ეს არის ქვეყნის პირველი დისტანციური საკრუიზო რაკეტა, რომელსაც შესაძლოა ბირთვული ქობინი ჰქონდეს.

შეგახსენებთ, გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური რაკეტების გამოცდას კრძალავს.

საბჭო მიიჩნევს, რომ ისინი უფრო საშიშია, ვიდრე საკრუიზო რაკეტები, რადგან მათ შეუძლიათ უფრო დიდი და ძლიერი ტვირთის გადატანა, ასევე აქვთ უფრო სწრაფად ფრენისა და ბევრად უფრო დიდი მანძილის დაფარვის უნარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები