ჩრდილოეთ კორეაში ტურისტული ავტობუსის ხიდიდან გადავარდნის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევას ჩინელი ტურისტები ემსხვერპლნენ. უწყებაში აღნიშნეს, რომ შემთხვევის დეტალებს აზუსტებენ.