„ჩრდილოეთ კორეა აშშ–სა და მის მოკავშირეებს განადგურებით ემუქრება, მაგრამ ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ დაუშვას,“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ამერიკელ სამხედრო მეთაურებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩრდილოეთ კორეაში ჩვენი მიზანი ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებაა. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეს დიქტატურა ჩვენს ქვეყანას ან ჩვენს მოკავშირეებს დაემუქროს,“ – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.
ტრამპის თქმით, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს არ დაუშვას.
„ჩვენ იმას გავაკეთებთ, რისი გაკეთებაც საჭიროა, რათა ეს სცენარი არ დავუშვათ. თუ საჭირო იქნება, ეს გაკეთდება, დამიჯერეთ,“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო-ბირთვული პროგრამის გამო განვითარდა. ივლისში ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების ორი გამოცდა ჩაატარა, ხოლო 3 სექტემბერს წყალბადის ბომბის წარმატებული გაშვების შესახებ გამოაცხადეს.