ჩრდილოეთ კორეაში საკუთარი წარმოების iPad-ებს დაამზადებენ. ამ საქმიანობით კომპანია Myohyang IT Company დაკავდება, რომელმაც პირველი პარტია უკვე გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ სიახლე ორიგინალისგან არ განსხვავდება და მას სახელწოდებაც მსგავსი – Ryonghung IPad მიანიჭეს.
კორეულ სიახლეს 8 დიუმიანი ეკრანი, 4 ბირთვიანი პროცესორი და 1 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება ექნება და მისი ბატარეა ექვს საათიან ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ პლანშეტს ქსელური ადაპტერი ექნება. სპეციალისტები ვერ ხსნიან რისთვის კეთდება ეს ყველაფერი, რადგან ჩრდილოეთ კორეაში ინტერნეტი საერთოდ აკრძალულია.
Ryonghung IPad-ში თავდაპირველად 40 აპლიკაცია ჩატვირთეს, მათ შორის არის სოფლის მეურნეობისთვის საჭირო დამხმარე, გამოსათვლელი მანქანა, ჯანმრთელობის ენციკლოპედია და ა.შ. რა ეღირება სიახლე, უცნობია.
