LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეის „ინტერნეტი“ 28 საიტისგან შედგება

80

ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ კორეა მთელი სამყაროსგან თითქმის მთლიანად იზოლირებულია – ტოტალიტარული რეჟიმი მოქალაქეების ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს მკაცრად აკონტროლებს.

ბუნებრივია, რეგულაციები ეხება ინტერნეტსაც, თუმცა შეცდომის წყალობით, რომლის გამოც პასუხისგება ჩრდილოეთ კორეის რომელიმე პროგრამისტს შესაძლოა სიცოცხლითაც დაუჯდა, GitHub-ის ჰაკერებმა ბევრი რამე გაარკვიეს.

სურათი, რომელიც მათ დახვდათ, გაგაოცებთ და დაგამწუხრებთ ერთდროულად: ადგილობრივების „ინტერნეტი“ მხოლოდ 28 საიტს წარმოადგენს.

მაგალითად, Cooks.org.kp კულინარიულ რეცეპტებს მოიცავს, ხოლო პორტალი kcna.kp ქვეყნის უმთავრესი ახალი ამბების სააგენტოა. friend.com.kp კი სოციალური ქსელის მსგავსი საიტია. რამდენიმე ვებ-გვერდზე წვდომა კი მთლიანად დახურული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები