LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭუბერში სტიქიისას დაზარალებულების რიცხვი იზრდება – ნინო ვიბლიანი

81

ჭუბერის თემის რწმუნებულის ნინო ვიბლიანის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ სავარგულებისა და დამხმარე ნაგებობების ნაწილი განადგურებულია, დაზარალებულების რიცხვი იზრდება.

როგორც ვიბლიანმა “ფორტუნას” განუცხადა, ხეებისგან ჩახერგილი მდინარის კალაპოტის გაწმენდას მძიმე ტექნიკა ახორციელებს, თუმცა, ნაწილ ტერიტორიაზე მისვლა ჭირს.

“გვაქვს ჩამოყრილი ხე, მორი ესენი სადღაც და სადღაც იხერგება და ერთბაშად მოგლიჯავს მერე. არის საშიშორება, თუმცა წინასწარ ვერავინ  იტყვის ამას. ამ ეტაპზე მიდის გზის შენარჩუნება-აღდგენითი სამუშაოები. წყლის დონემ დაიწია. ამოწმენდა ასე მარტივი არაა. არსებობს ტექნიკა, რომელიც წვდება, რომელიც ვერ. ზარალი ძალიან ბევრია,” – აღნიშნა ვიბლიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები