LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გზის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

148
220405450

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მიმდინარე მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოებზე მუშა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა.

„ჩინეთის 50 წლის მოქალაქე სამუშაოს შესრულებისას შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მშენებელი კომპანიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება“,- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

magti 5g