LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩუმლაყში 31 წლის მამაკაცი მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მას სოფლის ცენტრში ესროლეს, დაჭრილია ერთი პირი

380
მკვლელობა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

„ინტერპრესნიუსი“-ს ცნობით, მკვლელობა სოფლის ცენტრში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით, მომხდარი სავარაუდოდ, შურისძიებას და მხარეებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.

არსებული ცნობით, პირმა ახალგაზრდა მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა და მიმალა. სროლის დროს დაიჭრა ადგილზე მყოფი ახალგაზრდა მამაკაციც. ექიმის განცხადებით, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და საავადმყოფოდან გაეწერა.

„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g