LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩურჩხელა 30%-ით გაძვირდა

222

ჩურჩხელა 30%-ით გაძვირდა. როგორც ,,ფორტუნას’’ ,,ბებუკასა’’ და ,,ბადაგში’’ განუცხადეს, გაძვირების მიზეზი თხილისა და  ნიგვზის გაზრდილი ფასებია.

ჩურჩხელის მწარმობელების ინფორმაციით, თუ წინა ანალოგიურ პერიოდში 1კგ თხილი 17 ლარი ღირდა, წელს ფასი 33 ლარამდეა გაზრდილი, ხოლო 1კგ ნიგოზი 19 ლარის ნაცვლად 45 ლარი ღირს. ,,შეუძლებელი იყო ფასების ძველ ნიშნულზე დატოვება, რადგან პროდუქტის თვითღირებულება გაიზარდა. ერთი ჩურჩხელა თუ ღირდა 2,50 ლარი, დღეს მისი ფასი 3 ლარს აღწევს,’’- განაცხადეს კომპანიებში.

მათივე თქმით, ჩურჩხელა ძირითადად საქართველოში იყიდება და რეალიზაციის კარგი მაჩვენებლი საკურორტო ზონებშია.

რაც შეეხება ექსპორტს. ქართული ჩურჩხელა მწარმოებლებს მცირე რაოდენობით საფრანგეთში და გერმანიაში გააქვთ. მწარმოებლები აცხადებენ, რომ ევროპის ბაზრის ათვისება შესაძლებელია, თუმცა ამას მთავრობის დახმარების გარეშე ვერ შეძლებენ.

,,კარგი იქნება საერთაშორისო გამოფენებში ამ პროდუქტის უფრო მეტი პოპულარიზაცია. თუ ხელისუფლება საექპორტო ბაზრების მოძიებაში და კონტაქტების დამყარებაში დაგვეხმარება, ჩვენ წარმოებას გავზრდით.’’ -განუმარტეს ,,ფორტუნას’’ ჩურჩხელის მწარმობლებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g