LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩურჩხელების მწარმოებელი კომპანია „ნუგბარი“ ფართოვდება

898

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, შპს „ნუგბარი“ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში ყურძნის წვენის კონცენტრატის მწარმოებელ საწარმოს შექმნის. აღნიშნული მიმართულებით კომპანია 273 800 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და დამატებით 50 ადამიანს დაასაქმებს.

კომპანია უკვე არსებული საოჯახო ტიპის წარმოების გადაიარაღებას და ახალ საწარმოში გადატანას გეგმავს. ახალი საწარმოს საშუალებით „ნუგბარი“ ჩურჩხელების წარმოების გაზრდას და უფრო მეტი პროდუქციის ექსპორტირებას შეძლებს.

შპს „ნუგბარი“ 2015 წელს დაარსდა და იგი ტრადიციული კახურ ჩურჩხელებს აწარმოებს. კომპანიას გააჩნია 300–მდე მაღაზია მთელი საქართველოს მასშტაბით და მის ძირითად მიმართულებას გრძელვადიანი შენახვის შეფუთული ჩურჩხელების წარმოება წარმოადგენს.

ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ნუგბარს“ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში,  სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში მდებარე 4 870 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები