როგორც ცნობილია, ტიმოთი შალამე „ოქროს გლობუსის“ 83-ე დაჯილდოების ცერემონიაზე „საუკეთესო მამაკაცი მსახიობის“ კატეგორიაში ფილმისთვის, Marty Supreme ჯილდოს მფლობელი გახდა. 83-ე „ოქროს გლობუსის“ ცერემონია შალამეს კარიერის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპად ჩაიწერა.
ფოტო/ვიდეო: „ოქროს გლობუსის“ 2026 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ღონისძიებას შალამე პარტნიორთან, კაილი ჯენერთან ერთად დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ კაილი წითელ ხალიჩაზე არ გამოჩენილა, ღონისძიების განმავლობაში ტიმოთი არაერთხელ დააფიქსირეს საყვარელ ქალთან ერთად ჩურჩულის, ჩახუტებისა და კოცნის მომენტში.
დამსწრეებისა და კამერების ყურადღება მსახიობის ემოციურმა რეაქციამ და პარტნიორთან თბილმა ურთიერთობამ მიიპყრო, რაც საღამოს ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მომენტად იქცა.
„მიყვარხარ, შენს გარეშე ამას ვერ შევძლებდი“ – ტიმოთი შალამეს ჯილდო და პირველი საჯარო აღიარება