პსჟ-ს ფორვარდმა ლეო მესიმ კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც მისმა გამომწერებმა ინსტაგრამზე 300 მილიონს გადააჭარბეს.
„ჩვენ უკვე 300 მილიონი ვართ! სამუდამოდ მადლობელი ვარ ყველასი მხარდაჭერისთვის. გეხვევით! – დაწერა არგენტინელმა.
აღსანიშნავია, რომ მესი ფიზიკურ პირებს შორის მესამე ადგილზეა გამომწერების რაოდენობით, ის „მანჩესტერის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს (395 მლნ) და მოდელ კაილი ჯენერს (306 მლნ) ჩამორჩება.
Instagram-ის პროფილს 466 მლნ გამომწერი ჰყავს.