„გვაქვს ეს შემოთავაზება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან, რომ კონსულტაციები გავმართოთ. ბუნებრივია, ჩვენ ამგვარი კონსულტაციებისთვის მზად ვართ“ – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ამ ეტაპზე მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ეს საკითხი პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა არ ყოფილა.
„ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარმოდგენა?! წარმოუდგენელი რაღაცები ხდება“ – კახა კალაძე
„აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს“.
„გვაქვს ეს შემოთავაზება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან, რომ კონსულტაციები გავმართოთ. ბუნებრივია, ჩვენ ამგვარი კონსულტაციებისთვის მზად ვართ. ჩვენ ქართული ქარტიის ხელმომწერი ვართ, რომელიც არის ერთგვარი გზამკვლევი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ამიტომ, თავისთავად, ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, თუმცა ვფიქრობ, საუბარი მთავრობის დაკომპლექტებაზე ამ ეტაპზე, როდესაც ეს პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა არ ყოფილა, ნაადრევი იქნება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს. პრეზიდენტ ზურაბიშვილს ტვ „პირველთან“ ინტერვიუში კანდიდატის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატთან დაკავშირებით განხილვებს ოპოზიციურ პარტიებთან ორშაბათიდან დაიწყებს.