„ასეთი პრეზიდენტი დასვან, რა თქმა უნდა არც ჩვენ და არც მთელი მსოფლიო არ აღიარებს…“ – ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ ტელეკომპანია „პირველს“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
მისი თქმით საზოგადოება არ დაიღლება და პროტესტი გაგრძელდება:
„ჩვენ არ გავჩერდებით ფაქტია, მატყუარა, ფლიდი – ასეთი პრეზიდენტი დასვან, რა თქმა უნდა არც ჩვენ და არც მთელი მსოფლიო არ აღიარებს… პროტესტი გაგრძელდება, ჩვენ არ უნდა დავიღალოთ, რადგან სხვა გზა არ გვაქვს“ – განაცხადა გია ბუღაძემ.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.
👉 ეს გაიძვერები აქედან უნდა მოვაშოროთ I გია ბუღაძე
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on კვირა, 29 დეკემბერი, 2024