„ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება“, – ამის შესახებ განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იმას გამოიწვევს, რომ მოსახლეობის გამოკვებას ვეღარ შეძლებენ.
„ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება და ეს იქამდე მიგვიყვანს, რომ ვერ შევძლებთ ჩვენი ხალხის გამოკვებას. უნგრეთი არ შეუერთდება ბრიუსელში მიღებულ, ეკონომიკურად მიზანშეუწონელ ზომებს, რაც ნიშნავს ფასების ზრდას და რაც შეუძლებელს გახდის სასოფლო-სამეურნეო შესაძლებლობების სრულ გამოყენებას“, – განაცხადა ორბანმა.