LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არ გვჭირდება, საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება ოპოზიციას – წულუკიანი

81
BeFunky-collage (1)

საკონსტიტუციო ცვლილებები ჩვენ არ გვჭირდება, ეს არის ცვლილებები, რომელიც სჭირდება ოპოზიციას,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, სახელისუფლებო გუნდი დგას იქ, სადაც თავიდანვე იდგა და ის არის ერთსულოვანი.

მინისტრის თქმით, თუკი ოპოზიცია კვლავ იტყვის, რომ 8 მარტის ხელშეკრულება არ სრულდება და ცვლილებებს ხმას არ მისცემს, ეს მისი მხრიდან იქნება მათივე მოთხოვნით დაწყებული რეფორმის ჩაგდების საბაბი.

„ეს არის ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება. ეს არის ცვლილებები, რომელიც სჭირდება ოპოზიციას და შეთანხმებისამებრ ჩვენ ამ ცვლილებებს გავატარებთ. თუკი ოპოზიცია, ვგულისხმობ ერთ ან მეტ კონკრეტულ ძალას, რომელიც ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმება არ სრულდებაო, არ მისცემს ხმას ამ ცვლილებებს, ეს იქნება მხოლოდ საბაბი, რომ ჩაშალონ რეფორმა, რომელიც მათივე მოთხოვნით და ინიციატივით ტარდება, რომელიც მათთვისვე არის საჭირო, იქნებ როგორმე მოხვდნენ პარლამენტში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g