LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ არ ვართ უძლურები” – გერმანული იარაღი უკრაინაში ჩავიდა

166
274677544-376790553922760-2345766058471156979-n

გერმანიიდან გაგზავნილი იარაღი უკრაინელი სამხედროების ხელშია. ინფორმაციას გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA ავრცელებს.

დახმარება მოიცავს 1 000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 „სტინგერის” ტიპის სარაკეტო სისტემას.

შეგახსენებთ, ბერლინმა რამდენიმე დღის წინ პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ უკრაინას იარაღს მიაწვდიდა.

„ჩვენი სამყარო განსხვავებულია პუტინის აგრესიული ომის შემდეგ. ჩვენ არ ვართ უძლურები. სწორედ ამიტომ დავეხმარებით თავიანთი ქვეყნისთვის მებრძოლ უკრაინელ ჯარისკაცებს ტანკსაწინააღმდეგო იარაღით და „სტინგერის“ რაკეტებით“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.

7 დღეში რუსულ აგრესიას 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g