LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ არ ვეკითხებით კალაძეს, რატომ ზრუნავს საკუთარი შვილების უსაფრთხოებაზე, ვეკითხებით რატომ არის სხვისი შვილებისათვის ყოველ ნაბიჯზე სასიკვდილო საფრთხე” – ნიკა მელია

428
pjimage-9

ჩვენ არ ვეკითხებით კალაძეს, რატომ ზრუნავს საკუთარი შვილების უსაფრთხოებაზე, ვეკითხებით რატომ არის სხვისი შვილებისათვის ყოველ ნაბიჯზე სასიკვდილო საფრთხე, – აღნიშნულის შესახებ ნიკა მელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„კალაძის მიმართ საზოგადოებას რომ აქვს კითხვები, ეს ლეგიტიმურიცაა და ლოგიკურიც, ეს მისი და ოცნების პოლიტიკური უპასუხისმგებლობის შედეგია…

კალაძის და ხელისუფლების მიმართ არსებობს კითხვები, სად არის 70 მილიონი, რომელიც გამოყოფილი იყო მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემის დასანერგად, სისტემას რამდენიმე წლის წინ უნდა ეარსება.

რატომ არ მუშაობს ვერეზე მონიტორინგის სისტემა, რომელშიც 2015 წლის ტრაგედიის შემდეგ, მილიონები დაიხარჯა…

არსებობს კითხვები, რატომ არ არის უსაფრთხო ბავშვებისათვის შადრევნები, სკვერები და კურორტები.

ამის ფონზე კი, დამთხვევითა თუ შემთხვევით, როდესაც მისი შვილები ტოვებენ შოვს სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე, მაშინ როდესაც ვგებულობთ შესაძლო რისკების შემცველი შეტყობინების შესახებ, რომელიც არ მივიდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტამდე, ისმის ლეგიტიმური კითხვა:

ჩვენ არ ვეკითხებით კალაძეს, რატომ ზრუნავს საკუთარი შვილების უსაფრთხოებაზე, ვეკითხებით რატომ არის სხვისი შვილებისათვის ყოველ ნაბიჯზე სასიკვდილო საფრთხე…

არ მაქვს მოლოდინი, რომ მისგან მივიღებთ პასუხს და არა მორიგ იაფფასიან პიარ სვლას – მივა და ბავშვებს რომლებიც გადარჩნენ 4 საათი მეწყერში ყოფნისა და სიცოცხლისათვის ჯოჯოხეთური ბრძოლის შემდეგ, არ მიუტანს საკუთარ მაისურსა და ბურთს;

თუმცა მისი ნიანგის ცრემლები და ტალახში ტრაგედიიდან მესამე დღეს პოზირება უადგილოა, დამატებით პროპაგანდით, რომ აი თურმე რატომ არ ითამაშა უკრაინის მხარდამჭერ საფეხბურთო მატჩში…”, – წერს ნიკა მელია.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.

შოვში მომხდარი სტიქიის გამო, 7 აგვისტოს  საქართველოში გლოვის დღეა.

დღეს საქართველოში გლოვის დღეა

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

ვიდეო: „მთელი ღამე ჩვენთან იყვნენ სველები, ტალახიანები, ჩვენთან ტყე-ტყე გადმოსულები, შიშველი ხელებით შეიარაღებულები გვიცავდნენ, საკვები გაგვინაწილეს“ – რას წერს მერაბ ნინიძის შვილი, რომელიც სტიქიას გადაურჩა

„ჩემი სიცოცხლე, ჩემი მამაცი გოგო“ – რას წერს დედა გოგოზე, რომლის ფოტოც რაჭის სტიქიის პირველ წუთებში გავრცელდა  

„ღამის ვერტმფრენი როგორ უშველიდა ამ სიტუაციას?… შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს საჭიროება, რომ ვინმესთვის დახმარება გვეთხოვა“ – ოთარ შამუგია

თქვან, რა კონკრეტული ღონისძიება იყო, რამაც დროში დაიგვიანა და რამაც ტრაგიკული შედეგი გამოიწვია – მიხეილ სარჯველაძე

„თუ პირველ ღამეს არ იყო საჭირო დამატებითი დახმარება და ღამით მომუშავე ტექნიკა, საფრენი აპარატი თუ ვერტმფრენი შოვში, რატომ მუშაობდა ტექნიკა მე-2 და მე-3 ღამეს?“ – ანა არგანაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები