LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ არ ვრისკავთ და საფრთხეს არ ვუქმნით ეკიპაჟის სიცოცხლეს” – საქართველოში მეორადი ელექტრომობილების ჩამოყვანის ზომები მკაცრდება

51
აე

“კავკასიის ავტოიმპორტის” გაყიდვების დირექტორის, ალექსანდრე ვეკუას თქმით, მეორადი ელექტრომობილების იმპორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მას გავლილი ექნება შემოწმება და ექნება შესაბამისი სერტიფიკატი.

მიზეზი გლობალურია, რამდენადაც ბოლო პერიოდში მსოფლიოში მომრავლდა შემთხვევები, როდესაც მეორადი ელექტრომობილი გემზე აალდა და საფრთხე შეუქმნა როგორც სხვა ტვირთებს ასევე ეკიპაჟის წევრების სიცოცხლეს. სწორედ ამიტომ, მსხვილმა გადამზიდავმა კომპანიებმა, მათ შორის Maersk-მა და MSC-მა, იმპორტიორებისთვის გაავრცელეს წერილი და უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდეს.

“ჩვენ არ ვრისკავთ და საფრთხეს არ ვუქმნით ეკიპაჟის სიცოცხლეს, სხვა ტვირთებს და ა.შ. დაზიანებული ელექტრომობილის იმპორტი შესაძლებელია, თუმცა მან უნდა გაიაროს მთელი რიგი შემოწმებები. კერძოდ, უნდა აიღოს სერტიფიკატები, უსაფრთხოების შემოწმება. ასევე უნდა ჰქონდეს ლიცენზია. ეს ყველაფერი კი საკმაოდ რთული პროცესია როგორც ლოგისტიკურად ასევე დასაორგანიზებელადაც და საბოლოო ჯამში, საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული “, – განაცხადა ალექსანდრე ვეკუამ.

წყარო: ბიზნეს ფორმულა

magti 5g